GEO / ENG

სიახლენი

2011 წლის 14 დეკემბრიდან ქვეყნის ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში იცვლება დარეკვის წესი:
 

გაცნობებთ, რომ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან ქვეყნის ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი - ”8” შეიცვლება  და ამოქმედდება ეროვნული პრეფიქსი - ”0” და საერთაშორისო პრეფიქსი - ”00”, შეიცვლება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების 8XX ფორმატის კოდები, ახალი 10XX ფორმატის კოდებით მაგალითად: 8-07 შეიცვლება 10-07 -ით, 8-10 შეიცვლება 10-10 -ით, 8-11 შეიცვლება 10-11 -ით, 8-16 - შეიცვლება 10-16 -ით, 8-18 შეიცვლება 10-18 -ით და ა.შ. .

ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ კავშირის დამყარების წესი უცვლელი რჩება მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფიქსირებულ სატელეფონო ქსელების აბონენტების და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად პრეფიქსი - ”8” ნაცვლად უნდა აიკრიფოს ეროვნული პრეფიქსი - ”0” და შემდეგ გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი.

ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ:

·         საქალაქთაშორისო კავშირის განსახორციელებლად იკრიფება ეროვნული პრეფიქსი - ”0”, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის კოდი და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ტელეფონის ნომერი ან საოპერატორო კომპანიის არჩევის კოდი - 10XX, შემდეგ ეროვნული პრეფიქსი - ”0” , შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქი კოდი და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ტელეფონის ნომერი.

·         საერთაშორისო კავშირის განსახორციელებლად იკრიფება საერთაშორისო პრეფიქსი - ”00” შემდეგ გამოსაძახებელი ქვეყნის კოდი, შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი ან საოპერატორო კომპანიის არჩევის კოდი - 10XX, შემდეგ საერთაშორისო პრეფიქსი - ”00”, შემდეგ გამოსაძახებელი ქვეყნის კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი.

 

 

 

2011 წლის 15 ნოემბრის 00:00 საათიდან იცვლება საგანგებო მოკლე ნომრებზე დარეკვის წესი

ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ნომრის აკრეფის და კავშირის დამყარების ყველა სხვა წესი უცვლელი რჩება.

ძველი და ახალი პრეფიქსების და ოპერატორების კოდების თანამოქმედება უზრუნველყოფილი იქნება 2012 წლის 11 იანვრამდე.

 

საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებში ნუმერაციის ეროვნული სისტემის ახალი დებულების შესაბამისად 2011 წლის 15 ნოემბრიდან  დაიწყება ქვეყანაში მოქმედი სპეციალური და საგანგებო მოკლე ნომრების  ჩანაცვლებისა და დანერგვის  სამუშაოები.

გარდამავალ ეტაპზე, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე ძველი 0–ით დაწყებული მოკლე ნომრები შეიცვლება ახალი 1–იანით დაწყებული მოკლე ნომრებით:
სახანძრო - სამაშველო სამსახურის ტელეფონების ნომრები - 01 და 011, შეიცვლება ნომრით - 111;
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტელეფონების ნომრები 03 და 033, შეიცვლება ნომრით - 113;
გაზის საავარიო სამსახურის ტელეფონის ნომერი - 04, შეიცვლება ნომრით - 114;
საპატრულო პოლიციის ტელეფონის ნომერი - 022, შეიცვლება ნომრით - 122;
დაცვის პოლიციის ტელეფონის ნომერი - 025, შეიცვლება ნომრით - 125.

 

წაიკითხეთ სრულად

მობილური ტელეფონები
 
აპარატის ღირებულება Palm Treo 650 – 130 ლარი
Sanyo MVP 9000 – 80 ლარი
ქსელში ჩართვა - 5 ლარი
 

წაიკითხეთ სრულად

კორპორატიული შეთავაზება – დრო ფულია
 
ყველაზე დაბალი ტარიფები მობილურ ოპერატორებსა და საერთაშორისო ზარებზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 45 00 89 ან 45 00 91
 

წაიკითხეთ სრულად